logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ, 3600 ჰექტარი მიწა არის გადაცემული არამართლზომიერად. ჩვენი პირველი შეფასებით, ეს არის ღალატი
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:44

 

 

„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა.

 

„ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით - აგერ არის მელაშვილი, ილიჩოვა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი, არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა კიდეც, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.

 

„მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს - შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner