logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:52

 

 

„ჩვენ დღეს ძალიან ხელშესახები მონაცემები მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც არის ეკონომიკური პოლიტიკის და შესაბამისი ციფრების მსაზღვრელი“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესთან დებატებისას.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებს ყველა განვითარებული და განვითარებადი ქვეყანა ეყრდნობა.

 

„ის არის როგორც ამ პროგნოზის განმსაზღვრელი, ასევე შემფასებელი. ჩვენ გვითხრეს, რომ იმდენად სწორად იყო რეფორმები ეკონომიკურ პოლიტიკაში, იმდენად სწორად იყო დალაგებული როგორც ფისკალური პოლიტიკა, ასევე მაკროეკონომიკური პარამეტრები ყველა დეტალთან მიმართებაში, რომ ჩვენ გავუძელით პანდემიის ამ დარტყმას, ეკონომიკის უკუეფექტს და მხოლოდ 5%-იანი რეცესია გვაქვს. სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ 5%-ის პლუსში გასვლა 2021 წლისთვის სავსებით შესაძლებელია და შემდეგ კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 5, 5% არის ეკონომიკური ზრდის მინიმალური მაჩვენებელი. სავალუტო ფონდი ევროპაში ყველაზე მაღალ ზრდას პროგნოზირებს საქართველოსთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner