logo_geo
eng_logo
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული კოვიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

16 ოქტომბერი. 2020. 12:54

 

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსი კიდევ 342 პირს დაუდასტურდა. რეგიონში გამოჯანმრთელდა 169 პაციენტი. სულ რეგიონში გამოჯანმრთელებულია 4 721 ინფიცირებული.

 

ამასთან, აჭარაში გარდაიცვალნენ კორონავირუსით ინფიცირებული 63 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი. აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრში. გარდაცვლილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:

 

„63 წლის კაცი. რესპუბლიკური საავადმყოფო. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, შოკი; 55 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი. დიაგნოზი/ანამნეზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია დაუზუსტებელი, გულის გაჩერება. ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.​ რეგიონში „კოვიდ-19“-ით სულ 61 პირი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის, რეგიონში 2 400-მდე ინფიცირებულია, კლინიკებში მკურნალობს 567 პირი, კოვიდ-სასტუმროებში – 822, ბინაზე რჩება 1 200 პაციენტი.

 

რეგიონში არსებულ კოვიდ-კლინიკებში თავისუფალია 46 ადგილი.

 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner