კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საფრანგეთში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „რეპორტიორს" „დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიგლა ბარამიძემ დაუდასტურა.
როგორც გიგლა ბარამიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, სულხან მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 2 კვირის მანძილზე გაუარესებული იყო და დღეს პარიზში ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ზუსტი დიაგნოზი, ამ დრომდე უცნობია.