-
+
16 ოქტომბერი. 2020. 14:03
ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტალანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტიხანოვსკაიას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.
ბრალდება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ფედერაციაშიც გამოცხადდა.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთში ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუმცა, მასზე ძებნა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთდახმარების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა.
წყარო :