კასპის მუნიციპალიტეტში დაიწყო სოფლების ყარაფილა-სარიბარი-ზადიანთკარის თბილისი-სენაკი-ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზების სრული რეაბილიტაციის I ეტაპი.
პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება 4200 გრძივ მეტრზე. მოეწყობა რ/კ ბეტონის კიუვეტები, ლითონის ცხაურები, ეზოში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. გზის ორივე ეტაპის სამუშაოები ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. მასზე 2 550 000 ლარი დაიხარჯება, რომლის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს.
პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია, ხოლო ზადიანთკარი - მაღალმთიანიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი, ასევე უცხოელი დამკვირვებლებიც.