პოლონეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 7 705 ადამიანს დაუდასტურდა, 132 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 157 608 შემთხვევა, მათ შორის 3 440 ლეტალურად დასრულდა.