პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 7 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 132 პაციენტი
-
+
16 ოქტომბერი. 2020. 15:14
პოლონეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 7 705 ადამიანს დაუდასტურდა, 132 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 157 608 შემთხვევა, მათ შორის 3 440 ლეტალურად დასრულდა.
წყარო :