logo_geo
eng_logo
დავით ლორთქიფანიძე: ხელისუფლება ვეტერანების პრობლემებს მოაგვარებს
- +

16 თებერვალი. 2016. 16:01



გმირთა მემორიალთან ვეტერანების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და სანთლები დაანთეს, რითაც პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს.



ვეტერანთა საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაჭავარიანმა აქციაზე განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია იყო გამაფრთხილებელი.



სხვადასხვა ომის ვეტერანები 27 თებერვალს, 14:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში გაერთიანებულ ყრილობას გამართავენ, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოიწვევენ და ვეტერანთა პრობლემების შესახებ ისაუბრებენ. მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება დააკმაყოფილებს.



პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ გმირთა მემორიალთან შეკრებილებს მიმართა. ლორთქიფანიძემ ვეტერანებს განუცხადა, რომ ხელისუფლება ერთობლივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მათ პრობლემებს მოაგვარებს. დავით ლორთქიფანიძემ ვეტერანებს მიმართა, რომ შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მათ პრობლემებს აღნუსხავს და ხელისუფლება შეეცდება, ეს პრობლემები მოაგვაროს.


ხელისუფლება, რომელიც ვეტერანებს პატივს არ სცემს, ის ხელისუფლება დიდხანს ვერ იქნება", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ, რასაც აქციაზე ვეტერანები ტაშით შეხვდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner