logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილმა ტრეისი ნევილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა
- +

29 ივნისი. 2016. 12:58


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ხელმძღვანელი ტრეისი ნევილი  მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ტრეისი ნევილს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.


კახა კახიშვილმა ტრეისი ნევილს და INL-ს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში INL-ის დახმარებით მრავალი სიახლე დაინერგა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები ერთობლივ მუშაობას მომავალაშიც განაგრძობენ.


 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია INL-თან წარმატებით თანამშრომლობს. ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციისა და გადანაწილების მეთოდი, სამინისტროს ათობით თანამშრომელი გადამზადდა და აიმაღლა კვალიფიკაცია აშშ-ში, ასევე, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო მსჯავრდებულთა პროფესიული პროგრამა კულინარიის ხელოვნებაში და სხვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner