logo_geo
eng_logo
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ამხელს
- +

16 ოქტომბერი. 2020. 20:36

 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაუოლებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიას მოსახლეობა მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.

 

 

სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბაღების თანამშრომლების მიერ ნაციონალური მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზანს.

 

 

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ მასალაში ნაჩვენები არცერთი პირი არ არის დასაქმებული თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში. ისინი არიან პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები, რომელთა ნაწილი, წლების წინ, ბაღის დირექტორის თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ არაერთი ფინანსური თუ სხვა სახის დარღვევის გამო.

 

 

ნაციონალური მოძრაობისა და მისი მხარდამჭერების მიერ საბავშვო ბაღების პედაგოგების სახელით გაკეთებული განცხადება არის მიზანმიმართული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც საბავშვო ბაღების, როგორც საგანმანათლებლო სისტემის დისკრედიტაციას და მის პოლიტიზებას ისახავს მიზნად.

 

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღის ნებისმიერი თანამშრომელი თავისუფალია საკუთარ პოლიტიკურ ხედვასა და არჩევანში.

 

 

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ საბავშვო ბაღების სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შემდეგ.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner