საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ხალხმრავალ შეკრებას „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთ გამოვლინებად“ აფასებს.
„ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.