logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის არმიამ ქალაქ განჯაში ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო
- +

17 ოქტომბერი. 2020. 02:29

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ ქალაქ განჯაზე ბალისტიკური რაკეტა სკადით მიიტანა იერიში.

 

 

ბაქოში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველებსა და სამხედროებს ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქი განჯა სომხეთის ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტებით დაიბომბა.

 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner