„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საფრთხე შეუქმნა ადამიანებს, უგულებელყო ყველა რეკომენდაცია, შექმნა კოვიდ 19-ის გავრცელების ნოყიერი ნიადაგი და ინფიცირებისათვის გაწირა თავისი ამომრჩეველი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„დღეს ბათუმის ბულვარში, ნაცმოძრაობამ და სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის დამნაშავე პარტიის დამნაშავე „ბელადს“: საფრთხე შეუქმნეს ადამიანებს, უგულებელყვეს ყველა რეკომენდაცია, შექმნეს კოვიდ 19-ის გავრცელების ნოყიერი ნიადაგი და, პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფიცირებისათვის გაწირეს თავისი ამომრჩეველი! ეს თვალსაჩინო ფაქტია და ვერანაირი პროპაგანდა ქართველი ამომრჩევლისადმი სააკაშვილის დანაშაულებრივ დამოკიდებულებას ვერ „გააპრავებს“, - აღნიშნავს დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.