logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: საფრთხე რეალურია…
- +

29 ივნისი. 2016. 13:10


სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია შურისძიებას უკავშირებს. მისი თქმით, არაა გამორიცხული, ტერორისტებს მათი ლიდერის მკვლელობის გამო შური ეძიათ.


„სტილი,  მანერა მიანიშნებს ISIS-ზე. შესაძლოა, ეს იყოს შურისძიების აქტი, რადგან რამდენიმე ხნის უკან ავიადარტყმების შედეგად, მისი ლიდერი და რამდენი საკვანძო ხელმძღვანელი გარდაიცვალა. ამიტომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული შურისძიებასთან, რომელიც განხორციელდა არა იმდენად თურქეთის, არამედ საერთაშორისო სატრანზიტო კომუნიკაციის წინააღმდეგ.

 

საქართველო აღარ არის დაცული საფრთხისგან, რადგან ტერორისტები გადავიდნენ გლობალური ტიპის ჯიჰადზე და საქართველოც შეიძლება გახდეს დარტყმის ობიექტი. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელ ნაწილს, ამიტომ საფრთხე რეალურია", - ამბობს მაისაია „რეპორტიორთან" საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner