logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: ბალანსი უნდა დავიცვათ, რათა მსგავსი უბედურება თავიდან ავირიდოთ
- +

ავტორი ანა ფერაძე

29 ივნისი. 2016. 13:11


სტამბოლში, ათათურქის  აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი „რეპორტიორს" ესაუბრა, მწუხარება გამოთქვა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ ბალანსი უნდა დაიცვას, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან ავირიდოთ.



„მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტია.

 

ნებისმიერი ასეთი ფაქტი დასაგმობია, როდესაც უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული მსგავსი ტერაქტებისგან.

 

საქართველო ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა იყო, ამიტომ ჩვენ ბალანსი უნდა დავიცვათ, რათა მსგავსი უბედურება თავიდან ავირიდოთ",  - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner