ლონდონის ცენტრში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
„ჩვენ გვიყვარს და არ ვტოვებთ ევროკავშირს", - სკანდირებდნენ ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები.
მიტინგის ინიციატორებმა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობას „ფეისბუქის" საშუალებით შეატყობინეს, მოგვიანებით კი დემონსტრაცია უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში მონაწილეობის სურვილი 50 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, ტრაფალგარის მოედანი კი მხოლოდ 10 ათასს იტევს, ამიტომ პოლიცია და მერია უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის მიუხედავად, მიტინგი შედგა.
ლონდონის მოსახლეობის უმეტესობამ 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.
2 ივნისს „ბრექსითის" მოწინააღმდეგეები ლონდონში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავენ.