logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სტეფანაკერტი და შუშა დაბომბა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 12:10

 

 

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ სტეფანაკერტი და შუშა დაბომბა.

 

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, მათ შორის კასეტური ბომბები გამოიყენა.

 

ერევანში ამბობენ, რომ დაბომბვების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა სახის ინფრასტრუქტურული ნაგებობები. სომხური მედიის ცნობით, ქალაქ სტეფანაკერტის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები გამთენიისას განახლდა.

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობა თავშესაფრებშია, რამაც დიდი დანაკარგების თავიდან არიდება გახადა შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner