logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონმა პარიზთან ახლოს მასწავლებლის მკვლელობას „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 14:42

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზთან ახლოს მასწავლებლის მკვლელობას „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

 

მაკრონის თქმით, მასწავლებელი მოკლეს, რადგან გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა.

 

„ისინი ვერ გაიმარჯვებენ…ჩვენ ვიმოქმედებთ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა.

 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა და მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდა. მასწავლებელი მუდმივად ურჩევდა მუსლიმ მოსწავლეებს, დაეტოვებინათ საკლასო ოთახი, თუ მიიჩნევდნენ, რომ განაწყენებული იყვნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა მუსლიმმა მშობელმა მასწავლებელს სკოლაში უჩივლა. საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა მასწავლებლის მკვლელობას საფრანგეთის რესპუბლიკაზე თავდასხმა უწოდა. პარიზთან ახლოს სკოლის მასწავლებელი 16 ოქტომბერს მოკლეს. თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ მოკლა, 18 წლის ეთნიკური ჩეჩენი იყო.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner