logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედის თემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
- +

17 ოქტომბერი. 2020. 15:21

 

 

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ხელედის თემის სოფლების - ხელედის, ლესემას, წანაშის, ფაყის, ცხუმალდის, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობას შეხვდა.  

 

ისაუბრეს პრობლემებზე, დაგეგმილ დ განხორციელებულ პროექტებზე.

 

გოჩა ენუქიძის განცხადებით,  ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ1-კმ7 მონაკვეთი რეაბილიტირდება.

 

აღნიშნული საავტომობილო გზით ხელედის თემის სოფლების- ხელედის, ლესემას, წანაშის, ტვიბლების, ხაჩეშის, ბავარისა და მანანაურის მოსახლეობაც ისარგებლებს.

 

სამუშაოებისთვის, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5`536`110.00 მლნ ლარია, ტენდერი უკვე გამოცხადდა.

 

"მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია პრობლემების გადაჭრის მთავარი გზაა, ამიტომ გპირდებით, კვლავ ვიქნები პარლამენტის აქტიური წევრი ჩემი სამაჟორიტარო ოლქის სასიკეთოდ."- აცხადებს გოჩა ენუქიძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner