logo_geo
eng_logo
„თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს, ტერორიზმთან ბრძოლაში თურქეთთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ“
- +

29 ივნისი. 2016. 13:27



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი  სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გამოძიების მიმდინარეობისას თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი გვქნება",- ნათქვამია განცხადებაში.



სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს მათ სურვილს, დაეხმარონ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს.



სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს NATO- წევრ ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს სისხლიანი თავდასხმა ერთ-ერთია იმ ტერორისტულ აქტებს შორის, რომელიც თურქეთის მოქალაქეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს ჩვენს სურვილს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ რეგიონში მოქმედ ყველა იმ ძალას, რომელიც მშვიდობის დამყარებას ცდილობს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner