პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯოზეფ ბაიდენი და მისი კორუმპირებული ოჯახი ციხეში უნდა ისხდნენ. NewsWeek-ის ინფორმაციით, ამის შესახემ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯიას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
„გეუბნებით, რომ ბაიდენის ოჯახი კორუმპირებულია. თქვენ ისინი ციხეში უნდა ჩასვათ. ჩასვით ისინი!“, – ტრამპის ამ მოწოდებას მხარდამჭერები მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ხალხმა ციხეში ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც უნდა გაისტუმროს.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.