ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს, რომ სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯალათების მსხვერპლია.
„ძალიან ცუდი ამბავია.სულხანი იყო კაცი. დიდი მომავალი ჰქონდა... სააკაშვილს რომ არ გაენადგურებინა. სულხანი სააკაშვილის ჯალათების მსხვერპლია და მისი სიკვდილიც სააკაშვილზეა. სწორედ სულხანი იყო პირველი, ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდა, როცა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას მას აღმოუჩინა დიდი ოდენობით უკანონო ხარჯები, სახელმწიფოს ხარჯზე მეგობარი ჟურნალისტებისთვის საჩუქრებზე, დროშების ბეჭდვაზე, მივლინებებზე და ა.შ. ეს იმ პერიოდს ეხება, როცა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო. კონტროლის პალატის იმ დასკვნაში ყველაფერი იყო და სააკაშვილმაც ამისთვის ჯავრი იყარა", - წერს გიორგი უძილაური.