logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე ვეტერანთა ნაწილის „ნაცმოძრაობის“ მხარეს გადასვლაზე: ეს არის პიროვნული ტრაგედია!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 19:22

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე „კვირის პოსტში“ ვეტერანთა ნაწილის „ნაცმოძრაობის“ მხარეს გადასვლას აფასებს.

 

„ჩემთვის, გარკვეულ წილად ეს არის პიროვნული ტრაგედია იმიტომ, რომ ვუყურებთ და დავაკვირდებით შემადგენლობის დეგრადაციას. არ ვიცი რამ განაპირობა, მაგრამ მეომარი ადამიანი, სამხედრო ადამიანი, ჩემი აზრით თავისი მთელი შეგრძნებით და აზრით არის აპოლიტიკური. იმიტომ, რომ მას ყველაზე დიდი ამოცანა აქვს თავისი ცხოვრების წინაშე დასმული - ეს არის თავისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა.

 

როდესაც, ეს ყველაფერი ხდება რაღაცა პოლიტიკური, თუნდაც დისკრედიტირებული პოლიტიკური ნაწილი, რომელსაც არცთუ ისე სუფთა არამარტო წარსული, არამედ რეალობაც ჰქონდა, ეს უკვე სხვა სიმძიმის ფორმას იძენს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner