ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დავითგარეჯთან დაკავშირებით დამატებით გამოიკითხა. საქმე ეხება დავით ხიდაშელის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუკების მოძიება მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, თუმცა ჩვენებაში ის ამბობს, რომ მას რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ვინმე ბეჟან მაისურაძემ სთხოვა.
პროკურორმა ამირან გულუაშვილმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ ეს გარკვეულწილად არის დეტალი სისხლის სამართლის საქმეში. მიუხედავად თავისი მნიშვნელობისა, ის გადამოწმებას საჭიროებს და ამ მიზნით მოხდებოდა კონკრეტული პირის გამოკითხვა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.