logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კორონავირუსის გავრცელება რა თქმა უნდა, მოიმატებს, ეს ლოგიკურია, მაგრამ მთავარია, ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:17

 

 

„როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, (დრამატული განვითარება თუ არ წარმოვიდგინეთ) ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, პანდემიამ ისედაც მძიმე ზიანი მიაყენა საქართველოს და სხვა ქვეყნებს, წლის ბოლოს კი 5%-იანი რეცესიაა მოსალოდნელი, მორიგი ჩაკეტვა კი ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას გამოიწვევდა. ირაკლი კობახიძის თქმით, რაც აუცილებელი იყო, პირველ რიგში ის გაკეთდა პირველი ტალღის ფარგლებში, რომ სათანადოდ დაგვეძლია ეს პრობლემა, რისი შედეგიც არის ის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის კუთხით გვქონდა.

 

 

„პირველი ტალღა იყო ყველაზე საშიში იქედან გამომდინარე, რომ არავის არ ჰქონდა წარმოდგენა ვირუსის შესახებ არც საქართველოში და არც რომელიმე ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ სადაც ვერ მოხერხდა ვირუსის შეკავება, პირველ ეტაპზე იყო სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, იგივე მეზობელ სომხეთში 1000-ს გაუტოლდა სიკვდილიაონობის მაჩვენებელი. პირველი ტალღის პირობებში გახსოვთ, რა ხდებოდა საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბელგიაში და ასე შემდეგ. სტატისტიკაზე თუ ვსაუბრობთ, ამ კუთხით განსხვავება ისეთივეა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც ცა და დედამიწა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, როდესაც ეკონომიკას ბოლომდე ხსნი და საზღვრებს მნიშვნელოვნად ხსნი, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს.

 

 

„საქართველოს ვითარება რომ შეადაროთ სხვა ქვეყნების მეორე ტალღას, სტატისტიკა მეტყველებს, რომ მართვა ისევ ეფექტიანია. როგორიც იყო პირველი ტალღის პირობებში, ასეა მეორე ტალღის პირობებშიც. ჩვენი ამოცანაა, რომ მიუხედავად ეკონომიკის ფართოდ გახსნისა, კოვიდის გავრცელება შევინარჩუნოთ რაციონალურ ფარგლებში. გავრცელება რა თქმა უნდა, იქნება და მოიმატებს, ეს ლოგიკურია, მაგრამ მთავარია, რომ ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს და ეს კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner