logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში: პანდემია ღარიბთა რიცხვს 115 მილიონით გაზრდის
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:20

 

 

„პანდემიის გამო, პირველად რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება – დაახლოებით 115 მილიონით“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ყოველწლიურად 17 ოქტომბერს აღინიშნება.

 

 

„COVID-19 პანდემია ორმაგ ტვირთად აწვება მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას”, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა, „მათ განსაკუთრებით აქვთ ვირუსით დაავადების რისკი, ხოლო ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მცირედით ან საერთოდ არ გააჩნიათ”,- დასძინა მან.

 

 

„ბოლო შეფასებით, წელს პანდემიის შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი, დაახლოებით, 115 მილიონით გაიზრდება“, – თქვა ანტონიო გუტერეშმა. მან ასევე დასძინა, რომ ქალები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან, რადგან მათთვის სამსახურის დაკარგვისა და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენის რისკი უფრო მაღალია.

 

 

„პანდემია გვაჩვენებს, რომ საჭიროა ვიმოქმედოთ ერთად”, – თქვა გაეროს ხელმძღვანელმა და მოუწოდა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას გაერთიანებისაკენ, რათა დააჩქარონ ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ამავე დროს დაეყრდნონ ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ტექნოლოგიებს. მან ქვეყნების ლიდერებს ურჩია, მიიღონ „ფუნდამენტურად ახალი სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებიც მოიცავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს”.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner