logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: საქართველო ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ დგას!
- +

29 ივნისი. 2016. 14:04


„საქართველო ტერორიზმის საფრთხის წინაშე არ დგას", - ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორს" განუცხადა.


მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოს მიმართ აგრესია არ აქვს.


„ვწუხვარ, რომ პანკისელები მიდიან საბრძოლველად და იღუპებიან, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ მათი იქ ყოფნა რაღაცნაირად გვიცავს კიდეც. საერთოდ, ჩვენდამი აგრესია „ისლამურ სახელმწიფოს" არ აქვს. ეს პრობლემა ჩვენ არა, მაგრამ ჩვენს მეზობელ თურქეთს აქვს. დიდი ქვეყანაა, იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოს" აბრალებს მომხდარს, მაგრამ  ის ქურთების პრობლემაც არსებობს, რაც კიდევ უფრო ართულებს მძიმე ვითარებას", - განაცხადა ასათიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner