მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 400 000-ით გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 39 485 409-ს აღწევს, მათ შორის 1 106 519 ლეტალური აღმოჩდა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, რვა მილიონზე მეტი ინფიცირებულით; მეორე ადგილზეა ინდოეთი, თითქმით შვიდ-ნახევარი მილიონი შემთხვევით; მესამე ადგილზე კი ბრაზილიაა, სადაც „კოვიდ-19“ 5,2 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.