logo_geo
eng_logo
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 400 000-ით გაიზარდა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 02:53

 

 

 მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული მატება დაფიქსირდა.

 

 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 400 000-ით გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა რიცხვი 39 485 409-ს აღწევს, მათ შორის 1 106 519 ლეტალური აღმოჩდა.

 

 

„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, რვა მილიონზე მეტი ინფიცირებულით; მეორე ადგილზეა ინდოეთი, თითქმით შვიდ-ნახევარი მილიონი შემთხვევით; მესამე ადგილზე კი ბრაზილიაა, სადაც „კოვიდ-19“ 5,2 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner