logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 11:49

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე მდინარე არაქსის ნაპირას მდებარე გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა.

 

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა ძალაში 18 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე შევიდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner