logo_geo
eng_logo
ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერო-ს ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 12:08

 

 

ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერო-ს ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა. 18 ოქტომბრიდან ირანს შეიარაღების გაყიდვა და შესყიდვა შეუძლია.

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ აღნიშნა, რომ საკუთარი წარმოების გამო, ირანი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების 90 პროცენტს აკმაყოფილებს და არ არის დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე. მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ აღნიშნა, რომ იარაღის ემბარგოს მოხსნა ბირთვული შეთანხმების შედეგია.

 

2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებს იარაღის ემბარგოს მოხსნას ხუთი წლის განმავლობაში. ამავე დროს, იარაღის მიწოდება შესაძლებელი იყო ამ პერიოდის გასვლამდეც, მაგრამ მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ამბობს, რომ მსოფლიოსთან ირანის თავდაცვითი თანამშრომლობის ნორმალიზაცია მულტილატერალიზმის, ასევე რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების გამარჯვებაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner