„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ მორიგი შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ჩიხარეშის თემის სოფლების - ჩიხარეშის, ახალშენის, მარგვიშის, მახაშის, მელეს, ნაცულის, შკედისა და ღობის მოსახლეობასთან გამართა.
გოჩა ენუქიძის განცხადებით, რეაბილიტირდა ჩიხარეშის თემის შიდა სასოფლო გზები და მოეწყო სანიაღვრე არხები, მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, რეაბილიტირდა მელესა და ჩიხარეშის საჯარო სკოლები, რეაბილიტირდა ჩიხარეშის სასოფლო ამბულატორია, მოეწყო მინი სტადიონი ჩიხარეშში და მოეწყო ჯებირები და დამცავი გაბიონები.