19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება.
ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას.