logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძ: „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იყო უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო, მათ გაწირეს ადამიანები, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები
- +

18 ოქტომბერი. 2020. 14:29

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები ეფექტიანი და მაქსიმალურად კოორდინირებული იყოს.

 

თალაკვაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, წესები დაიცვან.

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ დღეს თითოეული მოქალაქის პასუხიმგებლიანი მიდგომა, მხარდაჭერა არის მნიშვნეღოვანი, თუ როგორ გადალახავს საქართველო ამ გამოწვევას. დავიცვათ წესები და ამით დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, ეს რესურსები მიმართოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დღეს სჭირდება სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც და მას უპასუხისმგებლო უწოდა.

 

„ამ ფონზე, მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ უკიდურესად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო იყო ის პოლიტიკური აქცია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ამით გაწირეს ადამიანები რთულ პერიოდში, ვინაიდან არ დაიცვეს ელემენტარული წესები, ეს იყო თავდასხმა საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ამის გამო ჩვენ მოგვიწევს სამედიცინო მობილიზაცია, რესურსების გაორმაგება არა მარტო აჭარაში, ვინაიდან ხალხი ჰყავდათ ჩაყვანილი სხვა მუნიციპალუტეტებიდან. ეს რესურსები კი ამ პერიოდში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ამიტომ საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება უკვე არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner