logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 15:33

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის კიდევ ერთი „სუ 25“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

 

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიის თვითმფრინავი აზერბაიჯანის არმიის პოზიციების დაბომბვას ჯებრაილის რაიონში აპირებდა.

 

სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

 

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთის არმიას აღდამის რაიონის, ასევე ქალაქ ტერტერში სკოლის დაბომბვაში ადანაშაულებს.

 

გარდა ამისა, ბაქოში აცხადებენ, რომ ფიზულის მიმართულებაზე სომხეთის არმიის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილზე დაამყარეს კონტროლი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner