logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება
- +

18 ოქტომბერი. 2020. 18:24

 

 

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება. ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა 18 ოქტომბერს განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.

 

„აზერბაიჯანი სომხური ოკუპაციისგან საკუთარი მიწების გათავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner