ევროპაში NATO-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი და ასადის რეჟიმი ევროპული სტრუქტურების განადგურების მიზნით, მიზანმიმართულად „მიგრაციის შეიარაღებას" ცდილობენ.
„ევროპის უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთული და სერიოზულია.
მე არ შემიძლია დავასახელო სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ ამით ისინი ლტოლვილების ნაკადის გამოწვევას და ამ პრობლემის სხვის პრობლემად გადაქცევას ცდილობენ.
ევროპა „აგრესიული რუსეთის" წინაშე დგას, რომელიც ცდილობს, მსოფლიოში წამყვანი როლი დაიბრუნოს. რუსეთმა აირჩია, ყოფილიყო მოწინააღმდეგე, იგი აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირებისა და პარტნიორებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.
ბრიდლავის თქმით, რუსეთი იყენებს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო საშუალებებს და ახორციელებს სამხედრო ზეწოლას სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ბრიდლავის თქმით, აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები ერთად მუშაობენ, რათა რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მზად იყვნენ.