logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი
- +

29 ივნისი. 2016. 14:16


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი.


 

მე ავხსენი, რომ ბრექსიტმა" გავლენა მოახდინა დოლარის გამყარებასა და ევროს გაუფასურებაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყოველ ჯერზე, ლარის ყოველდღიურ ცვლილებაზე კომენტარის გაკეთება არ არის სწორი, რადგან ეს არის თავისუფალი და ღია ბაზარი, ბაზარზე არის მოთხოვნა-მიწოდება და მასზე ნამდვილად მოქმედებს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორები. მინდა ვუწოდო მოსახლეობას, კომპანიებს, რომ არ ვითამაშოთ ვალუტის კურსის მოლოდინებზე, გადავახურდავოთ ვალუტა მაშინ, როცა ის ჩვენ გვჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner