logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება" - 55,6%, „ნაციონალური მოძრაობა"19,8% - Survation-ის კვლევა
- +

18 ოქტომბერი. 2020. 21:31

 

 

დღეს "რუსთავი 2" მასშტაბურ კვლევას ასაჯაროვებს. ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით  9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის  მონაცემებით, კვლევის ცდომილება მინიმალურია და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

 

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

 

ქართული ოცნება -55,6%

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,8%

 

ევროპული საქართველო -5,2%

 

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი 5,1%

 

პატრიოტთა ალიანსი- 3,8%

 

ლელო -3,1%

 

ლეიბორისტული პარტია -2,7%

 

გირჩი -2,1%

 

ერთიანი საქართველო 1,1%

 

თავისუფალი დემოკრატები 0,2%

 

სხვა -1,3%

 

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი" 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ.

 

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.

 

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

 

გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

 

კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner