logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს: ან ირჩევენ ღალატს, ან სახელმწიფოს ერთგულებას, პატრიოტიზმს
- +

18 ოქტომბერი. 2020. 22:15

 

 

„როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „იმედის კვირის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყანის ინეტერესებში შედის.

 

„ეს არ არის კარტოგრაფების საქმე. ეს არის დავით გარეჯის მოღალატეობრივი გზით დათმობის საქმე. ეს ძალა იმსახურებს აკრძალვას. პირდაპირ ვიტყვი, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, მოსახლეობას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს: ან ირჩევენ ღალატს, ან სახელმწიფოს ერთგულებას, პატრიოტიზმს.

 

დავით გარეჯის დამტკიცებით, თუ განმტკიცებითა და დაბრუნებით, თურმე, ხდება რუსეთის ინტერესების აღსრულება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, აქ ლოგიკა არ არსებობს, როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, ეს არის ორ ქვეყანის ინტერესებში შემავალი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner