მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევში კორონავირუსის დასამარცხებლად თენგიზ ცერცვაძე და მისი გუნდიც ჩაერთვება. მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა, ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება.
„ეს არის უდიდესი პატივი ჩვენთვის და, რაც მთავარია, აღიარება იმისი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კვლევის შესასრულებლად მისი ხელმძღვანელები ენდობიან ჩვენს ცენტრს.
თუ მონოკლონური ანტისხეულების მიღება მოხერხდა რომელიმე კონკრეტული პათოგენის, კონკრეტული აგენტის მიმართ, მაშინ მისი ეფექტი, როგორც წესი, ძალიან მაღალია და ამიტომ მოელიან, რომ თუ წარმატებით დასრულდება კვლევა, ეს იქნება რევოლუციური გარღვევა ამ დაავადების მკურნალობაში.
ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ისინი, რომ იტყვიან, მიწიდან ამოიღებენ ვირუსს, გარანტირებულად მოძებნიან ვირუსს, გაუმაგრდებიან მას და გაანეიტრალებენ. ამას ვერ შვება ვერც ერთი ქიმიური მედიკამენტი“, - განმარტა ცერცვაძემ.