logo_geo
eng_logo
ელიზბარ ჯაველიძე: შევარდნაძესაც ფეხებზე ეკიდა პატრიოტიზმი!
- +

19 ოქტომბერი. 2020. 00:04

 

 

“ეს ისეთი იაფფასიანი ვირეშმაკობა იყო, რომ არცერთი ნორმალური არ დაიჯერებდა, რადგან საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ეთნიკური კონფლიქტები“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ დასავალს“ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ პასპორტში ეროვნული გრაფის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

 

ჟურნალისტის შეკითხვას თუ რატომ ამოიღეს ეროვნების გრაფა პასპორტიდან აკადემიკოსი პასუხობს:

 

„ეს 1995 წლის პარლამენტში მოხდა, როდესაც ხელისუფლება მყარად დაიკავა ჟვანია-სააკაშვილის ე.წ. „რეფორმატორულმა ფრთამ“. მაშინ ეს აშკარა ეროვნული ღალატი ასე განმარტეს: საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და მათ შორის კონფლიქტი რომ არ მოხდეს, ეროვნება პასპორტებიდან უნდა ამოვიღოთო!

 

ეს ისეთი იაფფასიანი ვირეშმაკობა იყო, რომ არცერთი ნორმალური არ დაიჯერებდა, რადგან საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ეთნიკური კონფლიქტები.

 

მაგალითად, მე სოლოლაკში გავიზარდე, სადაც თითქმის ყველა „ნაცია“ ცხოვრობდა, თუმცა, ერთმანეთის ეროვნებისთვის ყურადღება არასოდეს მოგვიქცევია! ჩემს სახლში იზრდებოდა ქურთი ქარიმ ალოევი, ერთმანეთის პერანგები გვეცვა, ისე ვმეგობრობდით... სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ისეთი ბეჯითი ბიჭი იყო!

 

მოკლედ, მანქურთმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ეროვნების გრაფა იმიტომ ამოიღეს, რათა ეჩვენებინათ დასავლელი პატრონებისთვის – აი, ქართველობა სულ ფეხებზე გვკიდია და თქვენი ყურმოჭრილი მონები ვართო!

 

შევარდნაძესაც ფეხებზე ეკიდა პატრიოტიზმი და იმიტომ! მაგისთვის მთავარი კარიერა იყო! შევარდნაძემ არ ჩამო...სლა საქართველოში სოროსის ფონდი?“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner