logo_geo
eng_logo
ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი დააკავეს
- +

29 ივნისი. 2016. 14:29


სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი შოთა ტ. დააკავეს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ შოთა ტ-მ ერთ-ერთი შპს-ს დირექტორს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მიღებისათვის გეოლოგიური პაკეტის დაჩქარებულ ვადაში დამზადებისა და ლიცენზიის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 20 000 აშშ დოლარი.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner