„23 ნოემბერს, დილით, ჩემს საპარლამენტო ოთახში რომ მივედი, შპრიცებით სავსე იყო – როგორც ჩანს, ეს ალქაჯი რევოლუციონერები მთელი ღამე „იჩხირავდნენ“!” – ამის შესახებ აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტს განუცხადა კითხვაზე, თუ რატომ მონათლა „ვარდების რევოლუცია“ „მორფინისტების რევოლუციად“.
„მოკლედ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი სოროსული პარლამენტი დააბრუნებს ეროვნების გრაფას, თუმცა, „ასავალ-დასავალის“ მაღალი ტრიბუნიდან სახალხოდ მივმართავ: ამ პარლამენტს შანსი მიეცა, ერთი ქართული საქმით მაინც შევიდეს ისტორიაში: სასწრაფოდ დაამტკიცეთ „ქართული მარშის“ ინიციატივა და დაგვიბრუნეთ ქართველ ხალხს ეროვნების გრაფა პასპორტში!
და, საერთოდ, საქართველოში სოროსიზმი ცეცხლითა და მახვილით სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს!“ - განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.