ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში.
თემქის მე-3 მიკრორაიონში ავტომობილი 12 წლის მოზარდს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.