პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.
„ერთ წამში ყველაფერი თავიდან გამახსენა ამ ადამიანის წასვლამ, ტრაგიკულად წასვლამ ამქვეყნიდან...
ციხის საავადმყოფო, აუტანელი სუნი, კიბეები, რომელზეც ბევრჯერ, უნებლიეთ შევჩერებულვარ, რათა ზეწარგადაფარებული პატიმრისთვის გზა დამეთმო, რომელსაც ისე უბრალოდ, აუღელვებლად მიაქანებდნენ ბოლო გზაზე... არაამქვეყნიური ხავილი, რომელსაც მხოლოდ იქ გაიგონებდით... სასოწარკვეთილი თვალები, რომლებიც მუდამ შველას ითხოვდნენ... საკანი სათვალთვალო კამერით და ჩურჩულით მოყოლილი ამბავი, წამების ამბავი... შემდეგ ბრძოლა, უსასრულო ბრძოლა, რომლის შედეგიც არ იცი, მაგრამ იცი, რომ მას ყოველთვის აქვს აზრი... მთავარია, არ დაგვაგვიანდეს...
სულხან მოლაშვილი... დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!!!... ძალიან ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ!!! ვუსამძიმრრებ მის ოჯახს, შვილებს, თათიას, რომელსაც ახლა, ვიცი, ძალიან უმძიმს... ელენეს, რომელიც მაშინ სულ პატარა, სამი წლის ასაკში მამასთან ციხეში ჩუმად შეჰყავდათ...
მერამდენე ტრაგიკული ისტორია, მერამდენე სიცოცხლე?!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.