logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
- +

19 ოქტომბერი. 2020. 10:03

 

 

„აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვია და შეტევით მოქმედებაზე გადავიდა“, - ამის შესახებ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ჰოვანისიანმა განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის არმიის ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, სომხეთი აღჯაბადის ტერიტორიას დილიდან ბომბავს.

 

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

მათ შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს დაიდო, თუმცა, ის კვლავ დაირღვა და აზერბაიჯანი და სომხეთი ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner