logo_geo
eng_logo
ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 ოქტომბერი. 2020. 11:48

 

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

 

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. მიუხედავად ინფიცირებულთა რიცხვის მატებისა, ვითარება კონტროლირებადია“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

 

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 18 663 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 143-ს შეადგენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner