logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: სულხან მოლაშვილმა თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლისთვის ბრძოლას შეალია
- +

29 ივნისი. 2016. 15:00


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მწუხარებას გამოთქვამს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 


„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლისთვის ბრძოლას შეალია. მისი გარდაცვალებით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულხან მოლაშვილს ღირსებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში წლების განმავლობაში გვერდით ედგა და ამხნევებდა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner